33 % ქალები *
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევები მიუთითებს, რომ მსოფლიოში, ყოველი მესამე ქალიდან ერთი, განიცდის ფიზიკურ ან/და სექსუალურ ძალადობას, როგორც ინტიმური პარტნიორის, ისე არაპარტნიორისგან, ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ამ ძალადობის უმეტესი, მაინც, ნაწილი ინტიმურ პარტნიორზე მოდის. მსოფლიო მასშტაბით, 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედი (27%), რომლებიც ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, აღნიშნავენ, რომ ისინი განიცდიდნენ რაიმე სახის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორისგან.
5 ქვეყნები
EDYN-ის წევრები ალბანეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და სლოვაკეთიდან პირველი წარმომადგენლები არიან კამპანიისა #nohategeneration-ის. განიხილეს რა ყველაზე აქტუალური საკითხები თავიანთ ქვეყნებში, მათ გადაწყვიტეს ხმა, ქალთა მიმართ ძალადობაზე, აემაღლებინათ. გამოყევით კამპანიას ადგილობრივ პროფილებზე ჰეშთეგის #nohategeneration მეშვეობით.
1 მისია
არა სიძულვილს. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც თავს ვიკავებთ სიძულვილის პოლიტიკისგან, რათა მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები საერთო პრობლემების გადასაჭრელად და საჯარო სივრცე დაყოფის ნაცვლად ჩვენი ხედვით შევავსოთ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია გავხდეთ პირველი „no hate generation”.
80 % ომის ლტოლვილები
შეიარაღებულ კონფლიქტები ქალებზე სხვადასხვა მიმართულებით ახდენენ ზეგავლენას: ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები გენდერული ნიშნით, მშვიდობისა და აღმშენებლობის მონაწილეები, ასევე მებრძოლები ან შეიარაღებული ძალების წევრები, მოხალისეები. ქალები და ბავშვები შეადგენენ მსოფლიოს მილიონობით ლტოლვილისა და სხვა იძულებით გადაადგილებული პირების 80%-ს. გარდა ამისა, ქალები ხშირად ხდებიან დაშავებული მებრძოლების მომვლელები და კონფლიქტის შედეგად მოულოდნელად აღმოჩნდებიან ხოლმე ოჯახის ერთადერთ მმართველებად, მარტოხელა მშობლებად და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვაც მათ უწევთ. (*წყარო)