Please choose your region

NO HATE
GENERATION
WE ARE

ხალხი გვახასიათებს, როგორც ექსპერიმენტულ თაობას. ჩვენ გვაქვს შანსი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა ვიყოთ განსხვავებულები. ნუ შეგეშინდებათ და სათანადოდ დაგვაფასეთ. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია გავხდეთ პირველი „თაობა სიძულვილის გარეშე“. ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობის გარკვეულ ფორმას სიცოცხლის განმავლობაში და ის სხვადასხვა ფორმას იღებს. სიძულვილიც ძალადობაა და ქალების მიმართ სიძულვილს მიზოგინია ჰქვია. ჩვენ, როგორც ევროპელ მოქალაქეებს გვაქვს შანსი, ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ უშიშრად. მოდით შევწყვიტოთ თვალების დახუჭვა.

1 % ქალები

1 ქვეყნები

1 მისია

1 % ომის ლტოლვილები

 33 % ქალები *

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევები მიუთითებს, რომ მსოფლიოში, ყოველი მესამე ქალიდან ერთი, განიცდის ფიზიკურ ან/და სექსუალურ ძალადობას, როგორც ინტიმური პარტნიორის, ისე არაპარტნიორისგან, ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ამ ძალადობის უმეტესი, მაინც, ნაწილი ინტიმურ პარტნიორზე მოდის. მსოფლიო მასშტაბით, 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედი (27%), რომლებიც ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, აღნიშნავენ, რომ ისინი განიცდიდნენ რაიმე სახის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორისგან.

 5 ქვეყნები

EDYN-ის წევრები ალბანეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და სლოვაკეთიდან პირველი წარმომადგენლები არიან კამპანიისა #nohategeneration-ის. განიხილეს რა ყველაზე აქტუალური საკითხები თავიანთ ქვეყნებში, მათ გადაწყვიტეს ხმა, ქალთა მიმართ ძალადობაზე, აემაღლებინათ. გამოყევით კამპანიას ადგილობრივ პროფილებზე ჰეშთეგის #nohategeneration მეშვეობით.

 1 მისია

არა სიძულვილს. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც თავს ვიკავებთ სიძულვილის პოლიტიკისგან, რათა მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები საერთო პრობლემების გადასაჭრელად და საჯარო სივრცე დაყოფის ნაცვლად ჩვენი ხედვით შევავსოთ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია გავხდეთ პირველი „no hate generation”.

80 % ომის ლტოლვილები

შეიარაღებულ კონფლიქტები ქალებზე სხვადასხვა მიმართულებით ახდენენ ზეგავლენას: ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები გენდერული ნიშნით, მშვიდობისა და აღმშენებლობის მონაწილეები, ასევე მებრძოლები ან შეიარაღებული ძალების წევრები, მოხალისეები. ქალები და ბავშვები შეადგენენ მსოფლიოს მილიონობით ლტოლვილისა და სხვა იძულებით გადაადგილებული პირების 80%-ს. გარდა ამისა, ქალები ხშირად ხდებიან დაშავებული მებრძოლების მომვლელები და კონფლიქტის შედეგად მოულოდნელად აღმოჩნდებიან ხოლმე ოჯახის ერთადერთ მმართველებად, მარტოხელა მშობლებად და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვაც მათ უწევთ. (*წყარო)

WOMEN

კაცები დიდი ხანია განიხილებიან ერთადერთ ძალად შეიარაღებულ კონფლიქტში, და WPS-ის (ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება) დღის წესრიგის დანერგვამ მოახდინა გარდამტეხი ცვლილება, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფოებს, მოეხდინათ ქალების ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პროცესებში, ქალების, როგორც მსხვერპლების, მებრძოლების, ინფორმატორების და აქტივისტების. კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა გაძლიერება ასოცირდება სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან და ითვლება, რომ გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება ზრდის მდგრადობას და ხელს უწყობს საფრთხეებთან უფრო ეფექტურად გამკლავებას.

PEACE

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგი ოფიციალურად იქნა შემოღებული გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციით 2000 წელს. მიუხედავად იმისა, რომ WPS-ის დღის წესრიგი თავდაპირველად მხოლოდ გაეროს ხელმძღვანელობით შეიქმნა, 2000 წლიდან, მისი მნიშვნელობა მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, თანდათანობით იქნა აღიარებული ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, მათ შორის იყო NATO-ც.

SECURITY

აუცილებელია, რომ ნატოს პოლიტიკის ექსპერტებმა და გენდერული საკითხების მრჩეველებმა, ნებისმიერი გენდერული პროგრამის პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში, ყურადღება მიაქციონ ქალების გამოცდილებას ადგილობრივ დონეზე. უსაფრთხოების სექტორში ქალებს უნდა მიეცეთ საშუალება გააზიარონ თავიანთი გამოწვევები და მოლოდინები, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს WPS - ის (ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება) არსებული პოლიტიკის გაძლიერების საშუალება.

დახმარების ხაზი

დახმარების ხაზი

თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობს დახმარება სჭირდება, დარეკეთ ცხელ ხაზზე ძალადობის აღსაკვეთად. ხაზი უფასოა და უწყვეტი: https://wave-network.org/wp-content/uploads/WAVE-list-of-heplines.pdf
112 ან 032 2 11 60 06

bit.ly/legalaid-ge

https://www.awhl.org/ , https://www.endviolenceagainstwomen.org.uk/find-help/

იმოქმედე

იმოქმედე

რა შემიძლია გავაკეთო მე როგორც ინდივიდმა?

მიმოიხედე გარშემო – ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს და ყველა მათგანს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული ფიზიკური და ემოციური შედეგები. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ თქვენს სამეზობლოში მცხოვრები ქალი, შესაძლოა, განიცდის ძალადობას ან თავს დაცულად არ გრძნობს ვინმეს გვერდით, დააკვირდით ამ ნიშნებს და გაარკვიეთ, როგორ დაეხმაროთ მას უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მოპოვებაში.
მოუსმინე – როდესაც ქალი ძალადობის ისტორიას აზიარებს, ის პირველ ნაბიჯს დგამს ძალადობის ციკლის გარღვევისკენ. მოდით მივცეთ მას უსაფრთხო სივრცე სალაპარაკოდ და მოსასმენად.
არ შეგეშინდეს ლაპარაკის – დაარღვიეთ დუმილი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ, პატივისცემის კულტურისა და ნულოვანი ტოლერანტობის ხელშეწყობით.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ?

გააუმჯობესე დაცვა – ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის ხელმისაწვდომობა, რადგან მათი დაცვა ხშირად შესაძლებელია.
დანერგე – პროგრამები ძალადობის მსხვერპლთათვის და მოძალადეებისთვისაც, რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
გაანათლე – შეაჩერე ძალადობა, სანამ ის მოხდება. ასწავლე ახალგაზრდებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია.
დაჟინებით მოითხოვე უკეთესი საკანონმდებლო სისტემა – მოვუწოდებთ დღევანდელ პოლიტიკოსებს მეტი ყურადღება მიაქციონ საკანონმდებლო ბაზას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. თქვენ უნდა იყოთ მისაბაძი მაგალითები საზოგადოებისთვის და თქვენმა ქმედებებმა უნდა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება.

გაეცანით ქალთა მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგს ნატოსგან – ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და ხარვეზების შესწავლას გენდერული მიმართულებით და მის ძირითადად ფოკუსს წარმოადგენენ ქალები უსაფრთხოების სექტორში. დოკუმენტი ითვალისწინებს რეკომენდაციების ერთობლიობას, ქალთა მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით.

შემოუერთდი მოძრაობას

შემოუერთდი მოძრაობას

შეუერთდი #nohategeneration-ს. ჩვენს თაობაში ქალთა მიმართ ძალადობის ადგილი არ არის. მოდით ვთქვათ უარი სიძულვილზე. ვუთხრათ არა ძალადობას. ერთად შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენ ვართ #nohategeneration!

  • ჩამოტვირთეთ ჩვენი მედია ნაკრები.
  • გამოიყენეთ ჩვენი AR ფილტრი.
  • გააზიარეთ ჩვენი კამპანია.
edyn

This campaign is sponsored by
NATO's Public Diplomacy Division

NATO
Katedra Komunikacie